დავალებები



რა ტანჯვით მოვედით 12 მაისამდე... 
კურსის არჩევიდან 2–3კვირაში უკვე ვიცოდით, რომ ერთი საინტერესო დღე წინ გვქონდა, (მაშინ მხოლოდ ექსკურსია მეჩვენებოდა საინტერესოდ) მას მერე უამრავი დრო გვქონდა და კიდევ უფრო მეტი საშუალება (ICT საშუალებას ვგულისხმობ რა თქმა უნდა), მაგრამ მაინც გაგვიჭირდა ექსკურსიის დაგეგმვა. მოკლედ ბევრი მცდელობის (ძირითადად გიორგი მეორე აქტიურობდა), წუწუნის, ბუზღუნის (ეს ლიკას ეხება :*), რამოდენიმე ICT-ის გამოყენების, უძილო ღამის და წვიმის შიშის შემდეგ გათენდა 12 მაისის წვიმიანი დილაც (რა რომანტიკულად გამომივიდა) შევიკრიბეთ დიდუბეში, მეტროსთან ...ისიც უნდა ავღნიშნო, რომ ბატონმა პავლემ ყველაზე მეტი დააგვიანა . მას შემდეგ რაც მთელი ჯგუფი შეიკრიბა რამოდენიმე პროდუქტების საყიდლად წავიდა ( მალო კიტრისთვის)...
ყველაფერი რიგზეა და უკვე „მარშუტკასიც“ ვზივართ (თუ ვსხედვართ),ფურცელზე დაწერილი ჩვენი სახელები მივიკარით იქ, სადაც მოგვიხერხდა , ეს ბატონი პავლეს გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო ჩვენი ჯგუფის ერთიანობისათვის (პირველი 12–ში თორემ ისე მანამდეც იყო). მოკლედ ერთმანეთის სახელები ეხლა კითხვით მაინც ყველამ ვიცოდით.
არმაზის ხეობასთან ვართ და პირველმა დავალებამაც არ დააყოვნა, მოვძებნოთ გზა რომელიც მიზნამდე მიგვიყვანს, ბატონ პავლეს სიტყვა არ აქვს დამთავრებული და ისმის მალოს ყვირილი „უკაცრავად არმაზი საითაა?“ (ისე შორიდან დროის ეკონომიის მიზნით იყვირა, მე ამის მჯერა). გზაც გავიგეთ და გეზიც ავიღეთ . დავალება 2, წრეზე ვდგავართ დაბადების დღეების მიხედვით და ხმამაღლა ვამბობთ ჩვენ სახელს და დაბადების დღეს (გაცნობისთვის კარგია ძალიან), შემდეგ დავიყავით ორ კაციან (უფრო ქალიან) ჯგუფებად და დავალება 3, განსხვავებული ფოთლების მოგროვება, რაოდენობას და ხარისხს დიდი მნიშვნელობა აქვს. პარტნიორში ძალიან გამიმართლა (არ გაშურებთ) და ამ დავალებაში გამარჯვებაც მოვიპოვეთ 46 განსხვავებული ფოთოლი(გვაღიარეთ). ცოტა დავისვენეთ, სურათები გადავიღეთ ჩვენს „მონაპოვართან“ ერთად. დაიწყო რთული გზა და დავალება 4, ერთმანეთზე რაიმე უცნაურის გაგება..ეს უკვე საინტერესოა, არა დავალებაც საინტერესოა მაგრამ ჩემი პარტნიორი (თუ თანაჯგუფელი) უფრო საინტერესო გამოდგა, უცნაური თვისება- სულ რაღაცას ეძებს, სადაც არ უნდა იყოს, და მართლაც მთელი იმ დროის განმავლობაში რაც ერთად გავატარეთ სულ დაბლა იყურებოდა (ეგ შეიძლება იმის ბრალიც იყოს ქალმა თავდახრილმა რომ უნდა იაროს სულ მარა, მაინც უცნაურობა უფროა).
მივედით მამათა მონასტერთანაც, პატარა ფიცრის ეკლესია და უამრავი სიმშვიდე..სანთელი ავანთეთ და შევუდექით გზას არმაზის ციხისაკენ, თუმცა გზა იყო თუ არა ეგ ანიმ უკეთ იცის . ულამაზესი ბუნება და პატარა მდინარისმაგვარი, რომელზეც უამრავი გაჭირვება ვნახეთ, ვნახეთ რა, ანიმ ნახა ყველას ნაცვლად :*...უკვე კუჭი გვაწუხებს და გამოჩნდა პირველი საჭმელი, (მადლობა თიკოს) „კრეკერი“ და მის გამო ტალახში დაცურებული უამრავი ფეხი.
როგორც იქნა მივედით დისლოკაციის ადგილზე, თუმცა მანამდე ანის გასაჭირი დაადგა დიიიიდი ისეთი, რომ მისი პირადი დამხმარე გიორგი პირველი მარტო ვერ გაუმკლავდა და ყველა ბიჭი ჩაერთო გადარჩენის ოპერაციაში, ბატონი პავლეც მონაწილეობდა რა თქმა უნდა. ანი სამშვიდობოსაა და შეგვიძლია მშვიდად მივირთვათ, „სუფრა“ ოპერატიულად გაიშალა დაა... ბედნიერი სახეები (ყველა მიყვარხართ, მართლა). ხო თეთრი ძაღლი ულამაზესი და უსაყვარლესი. შემდეგი იყო თამაში წრეზე დავდექით, თვალები დავხუჭეთ, ერთმანეთს ჩავკიდეთ ხელი დაააა....არა ეს უბრალო ხელის ჩაკიდება არ იყო რამოდენიმე პირობა ქონდა, გვერდით მდგომს ხელს არ კიდებ და ხელის გაშვების გარეშე უნდა „გადავიქცეთ ისევ წერდ“, რთული იყო მაგრამ მეორე ცდაზე შევძელით ერთმანეთის მოსმენა,შეთანხმებული მოქმედებები და ბატონი პავლეს დახმარება დაგვჭირდა მხოლოდ .
ბატონ პავლეს იდეები არ ელევა თამაშთან დაკავშირებით, თუმცა ეს უბრალო თამაშები არაა ყველა მათგანში ერთმანეთზე დამოკიდებულები ვიყავით. მგონი შევძელით დავალებების შესრულება. ხეებს შორის გაბმული თოკი და მასზე მფრინავი ადამიანები საოცარი სანახაობა იყო ყველა ადამიანის (წონის მიუხედავად)ხელში აყვანა და მეორე მხარეს „გადაგდებაც“ შესაძლებელი ყოფილა მონდომების შემთხვევაში, გაგვიჭირდა მაგრამ მოვახერხეთ, თუმცა აქ ჯგუფის ერთობა შევძელიათ და თან ვერ შევძელით გიორგი მეორემ (სიცხე ქონდა, ცივი ჰაერი ეკონომიურად რომ არ ისუნთქა მაგის გამო, ყელიც სტკიოდა და ალბათ ეპატიება) და ზვიადმა უარი განაცხადეს თამაშზე ამოტომ ჯგუფის ერთიანობა თავიდანვე დარღვეული იყო.. თამაში „ოთხი ადამიანი სასაიცილო მდგომარეობაში" ერთადერთი წარუმატებლობა იყო ამ დღის, სამწუხაროდ შეთანხმებულად მოქმედებაში სიცილმა შეგვიშალა ხელი.. თამაში „ერთი საჯდომით უკან“ (ეს ჩემი სიტყვები არაა ) ძალიან მარტივი იყო მაგრამ მუხლებზე ხელის დარტყმა არ ყოფილა მთავარი და ფაქტიურად დავმარცხდით, ლიკამ იბრძოლა ბოლომდე მარა ეეჰ....


არმაზის ციხეზე ვერ ავედიათ, ეს მართლაც სამწუხარო იყო. ალბათ კარგად ვერ დავგეგმეთ ან ტალახმა შეგვიშალა ხელი..თუ უფრო ეკას ძილმა (არადა რა საყვარლად ეძინა, თოჯინასავით იყო) ამაზე დიდხანს არ გვიდარდია ინტელექტუალური თამაშები, ულამაზესი ბუნება , უამრავი ფოტო (ხეზეც კი ავძვერი ფოტოს გადასაღებად, მადლობა გიორგი მეორეს) და კიდევ ერთი საინტერესო დღე.
წამოსვლის დროც მოვიდა ერთმანეთის დახმარებით და ხუმრობით უკან გამოვიარეთ იგივე გზა( ანი შეეჩვია ტყეში სიარულს , ვითომ). აქედან ჩენთებით, იქიდან კი ემოციით დატვირთულები წამოვედით. აღარც გამოსაჩენ ადგილზე დაკრული სახელები გვჭირდებოდა და ერთმანეთის დახმარებაც უსიტყვოდ შეგვეძლო. ესაა ზუსტად ის, სწავლა კეთებით, რომელზეც ბატონ პავლეს ხსირად უსაუბრია ჩვენთან.
p.s დამთავრებული არ იყო ერთი, მეორე ექსკურსია იგეგმებოდა უკვე :*:*:*






















ჩემი სახელი მსოფლიოში


ფიქრია–(არაბული) "ფიქრიანი". არაბულში გვხვდება როგორც ქალის, ისე კაცის სახელად. მნიშვნელობით იგივეა, რაც "ფიქრი".
წარმოშობით ახალგორის ერთი პატარა, ულამაზესი სოფლიდან ვარ.(მინდა ავღნიშნო რომ მთიული ვარ და არა ქართლელი) თუმცა სამწუხაროდ მხოლოდ რამდენჯერმე მოვახერხე „ჩემი სამშობლოს“ ნახვა.



ფიქრია–ეს სახელი პირველად მაშინ „აღმოვაჩინე“, როცა დედამ მურმან ლებანიძის ლექსი, „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“, მასწავლა. ვიცოდი ეს ლექსი თავის შვილს ფიქრიას ეძღვნებოდა და იმდენად აღფრთოვანებული ვიყავი ამ ფაქტით, რომ ლექსი სულ ზეპირად ვისწავლე მიუხედავად პატარა ასაკისა. იმ დროს ძალიანაც მომწონდა ჩემი სახელი. მერე „თეთრი რაში“ მოვისმინე, მერაბ სეფაშვილის შესრულებით „საქართველო უსასრულო ფიქრია“ ამ სიტყვების მოსმენისას მიხაროდა მე მეძახისთქო . უამრავი ლექსი, სიმღერა სადაც ჩემი სახელი ჟღერდა, მერე რა თუ მნიშვნელობა სულ სხვა იყო, მიმძაფრებდა საკუთარი თავის (სახელის) სიყვარულს. მაგრამ ეს იყო მაშინ, ბავშვობაში. როცა გავიზარდე პროტესტის გრძნობა გამიჩნდა და დედას სულ ვსაყვედურობდი ასეთი „უცნაური“ სახელი ხომ მან დამარქვა. ტექსტი ასეთი იყო „არ გიყვარდი და იმიტომ დამარქვი ასეთი სახელი“, „როგორ შეიძლება დედამ შვილი ასეთი სახელისთვის გაიმეტოს“, „რას მერჩოდი“ და უამრავი მსგავსი.
ეხლა უკვე დიდი გოგო ვარ და ჩემი სახელი მომწონს, ვფიქრობ მიხდება კიდეც.  თან განსხვავებულია ყველასგან, დღეს ადამიანები უამრავ „სასწაულს“ აკეთებენ, მასისგან რომ გამოირჩეოდნენ, მე კიდევ თუნდაც მარტო სახელი გამომარჩევს სხვებისგან, მადლობა დედას.
ფ–ფიცხი
ი–
ქ–ქრთამისტი
რ–რეალისტი
ი–მპულსური
ა–ამბიციური (ცოტათი)


ის რითაც ვამაყობ
მთიულეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. მოიცავს მდინარე თეთრი არაგვის ხეობას და მის გვერდით ხევებს - ამირთხევს, ხარხელთხევს, ჩოხელთხევს, ხადისხევს და სხვა. მისი უკიდურესი სამხრეთი საზღვარი იყო მთიულთკარი, ჩრდილოეთით - თრუსოს ხევი და საკუთრივ ხევი, აღმოსავლეთით - გუდამაყარი, დასავლეთით - ლომისის ქედი.
თავდაპირველად მთიულეთი ეწოდებოდა ცხავატის თემს, XIII საუკუნიდან ხადა-ცხავატს, ხალხური გამოთქმა ასეთია მთიულეთზე: «თავს ხადა ბოლოს ცხავატი», მთიულეთშივე შედიოდა ხანდო. ასევე ცნობილია რომ ადრე მთიულეთი ოთხ ძირითად თემად იყოფოდა: ცხავატი, მრევლი, გარეშემო და ხადა. ხშირად მთიულეთად იგულისხმებოდა აგრეთვე გუდამაყარიც. დღესდღეობით მთიულეთად დაბა ფასანაურის ჩრდილოეთით მდებარე ტეროტორია მიიჩნევა. ცენტრად კი, დაბა ფასანაური. გადმოცემის თანახმად, მთიულეთში ქრისტიანობა უქადაგია ქართველთა გამანათლებელ ნინოს.
მთიულეთში შემორჩენილია ფეოდალური ხანის მატერიალური კულტურის მრავალი ძეგლი. ადმინისტრაციულ–ტეროტორიული დაყოფის თვალსაზრისით, მთიულეთი დუშეთის რაიონის შემადგენლობაში შედის.