ის რაც ჩემია

–დეეე... შეიძლება ერთ ადამინს რაღაც რომ სტკივა მეორე გრძნობდეს?
–კი
–მე რომ მტკივა შენ გრძნობ?
–ვერა.
–კაი მე ნაშვილები ვარ მარა ხატიას (ჩემი და) რომ სტკივა გრძნობ?
–ვერა
–აუუუუუუუუ..რატო?
–ტყუპები არ ვართ და იმიტო.
–მარტო ტყუპები გრძნობენ?
–ხო.
–აუ რატოო??? კაი რა დედა არ ხააარ??? რატომ ვერ გრძნობ! აუუ მართლა მითხარი რააააა
–დამანებე ეხლა თავი
–აუ რო მაინტერესებს
–მეძინება
–უფ! ეხლა შენ ჩემს ცნობისმოყვარეობას არ აკმაყოფილებ ხოდა ჩემი თვითშეფასება ძალიან დაბალია.ამის გამო მე როცა გავიზრდები ვერ მოვახერხებ საზოგადოებაში ინტეგრაციას და შენი ბრალი იქნება.  საზოგადოებისთვის მიუღებელ და ზედმეტ ადამიანად მაქცევ შენ ამ შენი იგნორით.... ისე იგნორი ძალადობაა, რომელსაც ამჯერად შენ ჩემზე ანხორციელებ.
–მეძინებააააააა....
–uuuuuuuuuuuuuf  :S:S:S:S
ტვინს ვბურღაააავ????? რაც მთავარია დეეეეეეე–ს ეცინება. :)