საინტერესოა

კრედიტი
კრედიტი ასახავს სამუშაოს იმ რაოდენობას, რომელიც საჭიროა საგანმანათლებლო
პროგრამის ამა თუ იმ კომპონენტის დასასრულებლად და სწავლის შედეგების მისაღწევად.
კრედიტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ სტუდენტის მიერ სილაბუსით დაგეგმილი
სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, რაც გამოიხატება უნივერსიტეტის შინაგანაწესით
გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასებით.
ქუთაისის უნივერსიტეტში მოქმედებს თანამედროვე საკრედიტო სისტემა, რომელიც
ეფუძნება ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილებას.
კრედიტების დაანგარიშების საფუძვლად აღებულია ევროპული სისტემა (ECTS):
1 კრედიტი = 25 სთ. აქედან:
1/3 - სალექციო და პრაქტიკული სამუშაოები;
2/3 - სტუდენტის ინდივიდუალური და პრაქტიკული მუშაობა, პრეზენტაციების,
რეფერატების მომზადება, შუალედური და ფინალური გამოცდებისათვის მზადება.
ქუში ყველა საგანი 5 კრედიტიანია
საბაკალავრო პროგრამა-240 კრედიტი
ხანგრძლივობა: 4 წელი, ანუ 8 სემესტრი;
მოცულობა: (გადაამოწმეთ)
საუნივერსიტეტო მოდული: 60 კრედიტი; ძირითადად – I-IV სემესტრები;
საფაკულტეტო მოდული: 80კრედიტი. ძირითადად - V-VIII სემესტრები
სპეციალიზაციის მოდული: 40 კრედიტი
დამატებითი სპეციალობის მოდული: 60 კრედიტი
სამაგისტრო პროგრამა-120 კრედიტი
ხანგრძლივობა: 2 წელი, ანუ 4 სემესტრი
მოცულობა:
საუნივერსიტეტო მოდული: 30 კრედიტი;
საფაკულტეტო მოდული: 45 კრედიტი;
სპეციალიზაციის მოდული: 45 კრედიტი
სადოქტორო პროგრამა – 180 კრედიტი
ხანგრძლივობა: 3 წელი;
მოცულობა:
სასწავლო კომპონენტი:
დარგობრივი კურსები (სპეციალური და მომიჯნავე საგნის გაღრმავებული შესწავლა) -
25 კრედიტი;
პედაგოგიური პრაქტიკა და დარგის სწავლებისა და კვლევის კურსი - 20 კრედიტი
კვლევითი კომპონენტი:
სადისერტაციო ნაშრომის შესრულება - 90 კრედიტი;
სემინარები და კოლოქვიუმები - 15 კრედიტი;
სამეცნიერო პუბლიკაციები და/ან სამეცნიერო ხასიათის სამეცნიერო-პრაქტიკულ
კონფერენციაში მონაწილეობა, რომელიც დასტურდება კონფერენციის მასალებში
შესაბამისი გამოქვეყნებებით - 30 კრედიტი