ICT ლექციები

ICT ლექციები მართლაც, რომ საინტერესო იყო და მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. მე პირადად ამ კურსიდან ძალიან ბევრი მივიღე. ვეცდები თითოეული ლექციის შინაარსი გავიხსენო და შეძლებისდაგვარად შევაფასებ



დავიწყებ იმით, რაც ყველაზე საინტერესო იყო ჩემთვის.
ცოდნის 4 დონე, ეს მართლაც საინტერესო აღმოჩენა იყო, ცოტა კი გამიჭირდა სწორად დამახსოვრება მაგრამ მაინც შევძელი (მომეწონა და რა მექნა :) )

არვიცი რომ ვიცი- გაუცნობიერებელი ცოდნა

ვიცი რომ ვიცი– გაცნობიერებული ცოდნა

ვიცი რომ არვიცი– გაცნობიერებული არცოდნა

არვიცი რომ არვიცი–გაუცნოვიერებელი არცოდნა

საერთო ჯამში შემიძლია ვთქვა, რომ ეს კურსი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის 4წლის განმავლობაში ერთადერთი იყო, რომელიც სემესტრის განმავლობაში ერთხელაც არ გამიცდენია (ეს მის რეიტინგზე მეტყველებს ჩემს თვალში).
კურსმა მართლლაც ბევრი მომცა რომ არ ჩავთვალოთ ახალი მეგობრები (ეს ყველაზე დიდი განძია ცხოვრებაში) ვისწავლე, რომ ყველაფერი ისე მარტივი არაა როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს (მაგ: ბატონი პავლეს მიერ ნახსენები ჩაის მომზადება). დავფიქრდი იმაზე, რომ ბევრი რამ არის ისეთი რაც შემიძლია სხვას ვასწავლო (გაუცნობიერებელი ცოდნა). მივხვდი, რომ სწავლა კეთებით ყოველთვის ძააალიან სანტერესოა.ისიც გავიგე, რომ ექსკურსიაზე წასვლა თურმე დაგეგმვას საჭიროებს, რომელიც თავის თავში უამრავ პროცედურას მოიცავს.
და ყველაზე მთავარი ვისწავლე ინფირმაციულ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება, რატომაა ეს კარგიი?? ყველაზე მარტივი პასუხი დროის ეკონომიაა. ეს ყველაფერი იმდენად კარგად შევითვისე ერთ ერთი ლექტორი (გვარს არ დავწერ რა თქმა უნდა) skype-ში დავიმატე და სასწავლო დავალებებს მიგზავნის, მე დავწერ და უკან ვუბრუნებ :) (ბატონო პავლე კარგად შევისწავლე ხომ ისტ–ისგან მაქსიმალური სარგებლის მიღება? )