Friday, June 17, 2011

ისტ–ის ინტეგრირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ისტ) “მიეკუთვნება, ეგრეთ წოდებულ, გამჭოლ სასწავლო პრიორიტეტებს”, აქედან, “ისტ-ის სწავლება არ მოიაზრება სასწავლო დისციპლინებიდან დამოუკიდებლად, მათი კონტექსტისგან განცალკევებით. ისტ-ის სასწავლო გეგმის რეალიზება უნდა მოხდეს ყოველ ცალკეულ სასწავლო დისციპლინაში. ამ ინსტრუმენტით შესაძლებელია ძირითადი სასწავლო დისციპლინების ერთმანეთთან ეფექტური ინტეგრაცია” (ესგ, ისტ-ის როლი და მიზნები სასწავლო პროცესში, გვ. 476).
დღეისათვის საქართველოს სკოლებში აქტიურად ინერგება სწავლების თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები. გამომდინარე იქიდან, რომ სკოლებში ტექნოლოგიების წვდომის განსხვავებული სურათია, ბევრია დამოკიდებული, მასწავლებელი როგორ განსაზღვრავს გაკვეთილის სცენარში ტექნოლოგიების ჩართვის სქემას, მან გონივრულად უნდა შეათანხმოს ტექნოლოგიური საშუალებები გაკვეთილის სასწავლო მიზანთან, რათა უფრო ეფექტურად გავიდეს სასურველ შედეგზე - ტექნოლოგია უნდა იყოს დამხმარე საშუალება და არა ზედმეტი ტვირთი გაკვეთილზე როგორც მასწავლებლისთვის, ისე მოსწავლისთვის. სრულად იხილეთ აქ

No comments:

Post a Comment